„ასოშეითედ პრესის“ ცნობით აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ
განაცხადა, რომ ირანს მოუწევს თავისი ბირთვული პროგრამის გარკვეულ საზღვრებში
მოქცევა, ან არადა, უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ შესაძლოა, აშშ-მა ძალისმიერი
მეთოდებით ხელი შეუშალოს მის ბირთვულ გეგმებს.
პანეტა სიტყვით ისრაელში, კერძოდ აშკელონში გამოვიდა. მან კვლავ
გაიმეორა, რომ დიპლომატიური მისიის წარუმატებლობის შემთხვევაში ამერიკამ შესაძლოა
სამხედრო ჩარევის გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა დასძინა, რომ მოლაპარაკებები
საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.
internet.ge