სირიის დედაქალაქში
პალესტინელი ლტოლვილების ბანაკი დაცხრილეს, რის შედეგადაც მინიმუმ 15 მშვიდობიანი
მოსახლე გარდაიცვალა.
სირიაში ადამიანის
უფლებების საბჭოს დამკვირვებლების მტკიცებით, რომელთა ბაზაც ლონდონში მდებარეობს,
ცეცხლი გვიან ღამით ნაღმმტყორცნებიდან გახსნეს. ადამიანის უფლებათა დამცველები
მომხდარში სირიის არმიას ადანაშაულებენ.
ცოტა ხნის წინ, დამკვირვებლები სირიაში შეტაკებების შესახებაც იტყობინებოდნენ, რომლის შედეგადაც
67 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 36 მშვიდობიანი მოსახლე იყო, 16 - ჯარისკაცი, 15
კი - ოპოზიციური ძალების მებრძოლი.
Internet.ge