სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“-ის დაწყებამდე ადიღეაში სამხრეთის
სამხედრო ოლქის სამეთაურო-საშტაბო სწავლების მოსამზადებელი ეტაპი ჩატარდა,
რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადიღეისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის მოტომსროლელთა
ბრიგადებმა - იუწყება „კავკაზ ონლაინი“.
მათ დაამუშავეს საპასუხო მოქმედებები საბრძოლო ვითარებაში, გადალახეს
საცეცხლე წინააღმდეგობა და დანაღმული ველი, მათ შორის, ქიმიური იარაღის
გამოყენებით.
ამას გარდა, მოხდა დემონსტრირება, როგორ გადმოსხდა დესანტი ვერტმფრენებიდან.
სამხედრო წვრთნა „კავკაზ 2012“-ის ჩატარებას რუსეთი სექტემბრის მეორე
ნახევარში გეგმავს. მასში სამხრეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქების
ყველა სამხედრო ქვედანაყოფი მიიღებს მონაწილეობას.
intenret.ge