GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სპეცოპერაციის დროს ბოევიკების ნაცვლად მშვიდობიანი მოსახლეობა ჩახოცეს
09:46 07.04.2012
დღის სიახლეები

როგორც „კავკაზ-ონლაინ“ იუწყება, ნაზრანში ანტიტერორისტული ეგიდით ჩატარებული სპეცოპერაცია სინამდვილეში მშვიდობიანი მოსახლეობის ჩახოცვა აღმოჩნდა. თუმცაღა, რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტი აცხადებდა, რომ 5 ბოევიკის ლიკვიდაცია მოახდინა, რომელთაგან ორს „შახიდის ქამარი“ ეკეთა.

იმის შესახებ, რომ უდანაშაულო მოქალაქეების ლიკვიდაცია მოხდა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთი მსხვერპლის შვილმა განაცხადა, რომ მოკლული იყო მისი დედა - ზინა ველხიევა, რომელიც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ის ნაზრანის აგურის ქარხანაში მუშაობდა, საიდანაც თანამშრომლებთან ერთად ერთ-ერთის მანქანით, სოფელ პლიევოში მიდიოდა. სწორედ ამ დროს, მათ ორი ავტომობილით დაეწივნენ და სროლა დაუწყეს.

ავტომანქანაში მჯდომი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. როცა თავდამსხმელები ამაში დარწმუნდნენ, კიდევ ერთხელ მიუშვეს იარაღის ჯერი მანქანის მიმართულებით, რა დროსაც მანქანა, რომელშიც ცხედრებიღა იყო, აფეთქდა.

გარდაცვლილ ზინა ველხიევას შვილმა ორგანიზაცია „მემორიალსა“ და ადგილობრივ პროკურატურას უკვე მიმართა.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი მედიაში აღნიშნული სპეცოპერაციის წარმატებაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ განადგურებული „ბანდიტები, იმ ბანდფორმირების წევრები იყვნენ, რომელმაც სავარაუდოდ 30 მარტს ნაზრანში მსუბუქი ავტომანქანა ააფეთქა, რომ ამ ავტომანქანაში რესპუბლიკური ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იჯდა“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
ქართველებმა ევროლიგა დაიწყეს - მარკოიშვილის 13 და შერმადინის 92
კარალეთის ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს3
პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მკვლელობამ ცხინვალში მღელვარება გამოიწვია4
აფხაზეთში რუსეთის ბაზა 500 ტანკისტითა და არტილერისტით გაძლიერდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X