ბალტიის
ფლოტი ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების საპასუხოდ, სტრატეგიული ანტისარაკეტო კომლექსებით
С-400-ით
აღჭურვეს, რომელმაც რუსეთის დასავლეთ საზღვრები ჰაერიდან და კოსმოსიდან დარტყმის
შემთხვევაში უნდა დაიცვას.
არსებული მონაცემებით, С-400 შეუძლია 600 კილომეტრის
დაშორებით მყოფი, საათში 4,8 კილომეტრით მფრინავი ობიექტები დააფიქსიროს.
ბალისტიკური რაკეტის განადგურება კი 60 კილომეტრამდე სიმაღლეზე შეუძლია.
აღნიშნული კომპლექსი კალინინგადთან უკვე
მესამეა რუსეთში. აქედან ორი დისლოცირებულია მოსკოვის ოქლში ქალაქ ელექსტროსტალისა
და დოლგოპრუდნის შემოგარენებში.
მარტის თვეში, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა,
რომ მოსკოვისთვის არავის აუხსნია, თუ რატომ უნდა სჯეროდეთ, „რომ ამერიკის ევროპული
ანტისარაკეტო სისტემა არაა რუსეთის წინააღმდეგ მომართული“.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ანტისარაკეტო
თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევი დრო ჯერ კიდევ არის,
„თუმცა ის გადის“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
internet.ge