სირიაში, მთელი ქვეყნის
მასშტაბით თავდასხმები გრძელდება. პრეზიდენტ ასადის ძალებმა დაბომბეს რაიონები ალ
შაარი, ნანანუ და აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ალეპო. შეტაკებები დაფიქსირდა ქალაქ
სალაჰედინის მიმდებარე ტერიტორიაზეც, რომელიც პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგეებმა
ერთი კვირის წინ იძულებით დატოვეს.
ამბოხებულები ამ ეტაპზე
ქალაქ ალეპოში არიან განლაგებულები, საიდანაც პრეზიდენტზე შეტევებს ახორციელებენ.
აღნიშნული ქალაქის დასაკავებლად ქვეყნის ხელისუფლება და მისი მოწინააღმდეგეები
უკვე სამი კვირაა იბრძვიან.
„ალ ჯაზირას“ ცნობით,
სირიაში შეზღუდულია საკომუნიკაციო საშუალებები, რისი მიზეზიც ჯერ-ჯერობით
დადგენილი არ არის. თუმცა, ლონდონში ბაზირებული სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, შესაძლოა ეს
პრეზიდენტ ასადის მიერ ქალაქზე განხორციელებულმა საარტილერიო შეტევებმა გამოიწვია.
სირიაში მიმდინარე
მოვლენებს სტამბულში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების მდივანი ჰილარი კლინტონი
თურქეთის ლიდერებთან ერთად განიხილავს. შესაძლოა მათ სირიის ეროვნული საბჭოს
თავმჯდომარის, აბდელ ბაზეტსის წინადადება მიიღონ და სირიის საჰაერო სივრცე
არასაფრენად ზოლად გამოაცხადონ.
Internet.ge