სხვადასხვა ქვეყნებიდან
ჩასული რადიკალი ისლამისტები სირიელ მეამბოხეთა მხარეზე, სამთავრობო ძალების
წინააღმდეგ იბრძვიან. მათ შორის არიან საუდის არაბეთიდან, სენეგალიდან,
პაკისტანიდან, ალჟირიდან, ასევე უზბეკეთიდან და ჩეჩნეთიდან ჩასული ადამიანები.
ამის შესახებ ავსტრალიურ რადიოს, ინტერვიუში, ABC-ს The Guardian-ის ჟურნალისტმა ალეპოში მარტინ
ჩულოვმა განუცხადა.
ის ამბობს, რომ საკუთარი თვალით ნახა, როცა ამ ქვეყნებიდან ჩასული მებრძოლები
პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. ისინი საუკეთესონი აღმოჩნდნენ - განაცხადა
ჟურნალისტმა. მისივე განცხადებით, ეს ადამიანები ძალიან რეგლიგიურები და
დისციპლინირებულნი არიან.
ჩულოვის თქმით, სირიელი მეამბოხეები ფიქრობენ, რომ თუკი მათ დასავლეთი არ დაუჭერს
მხარს, ისლამისტთა მხარში დგომა უსარგებლო ნამდვილად არ იქნება.
internet.ge