შავ
ზღვაში, ნოვოროსიისკთან, რუსეთის სამხედრო-საზღვაო
ძალების წვრთნა ჩატარდა.
სამხედროები პირობით ტერორისტებს ანადგურებდნენ და სამაშველო ოპერაციებს
ატარებდნენ. სწავლების სცენარით, ისინი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ გატაცებული
გემის გათავისუფლებაზე მეცადინეობდნენ.
მანევრებში
7 საბრძოლო გემი მონაწილეობდა, რომლებსაც ჰაერიდან ვერტმფრენები უმაგრებდნენენ
ზურგს.
სულ
წრთვნაში 300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. რუსი მესაზღვრეების მანევრებს
აკვირდებოდნენ უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო
ძალების წარმომადგენლები - იუწყება რუსული მედია.
internet.ge