ინტერნეტ-გამოცემა `კავკაზ-ონლაინი~ დაღესტნის ინტერნეტ-რესურსებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რესპუბლიკის მთიან რაიონებში, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს ესაზღვრება, რუსული ჯარების მობილიზება ხდება.
ადგილობრივი წყაროები საუბრობენ რუსი სამხედროებისა და ტექნიკის კონცენტრაციაზე ბოტლიხის რაიონშიც, სადაც ჯავშანკოლონები გადაადგილდებიან.
იქ მაცხოვრებელთა ვერსიით, რუსული ჯარი ტყის მასივების ბლოკირებას ახდენს, რაც ერთ-ერთი ვერსიით, დაღესტანში მოჯაჰედების გასანადგურებლად კეთდება, მეორე ვერსიით კი მიმდინარეობს მზადება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.
`კავკაზ-ონლაინი~ აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვრის სიახლოვეს ჯარების კონცენტრაციას, რუსეთი, სტრატეგიული სამხედრო სწავლება `კავკაზ-2012~-ით ხსნის, რომელიც სექტემბერში, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იწყება.
გამოცემა ასევე იუწყება, რომ ბოლო თვეებში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთმა საგრძნობლად გააძლიერა თავისი ბაზები ახალი სამხედრო ტექნიკითა და მედესანტეთა ქვედანაყოფებით და აღნიშნავს, ასევე, რომ ზოგიერთ ექსპერტთა თქმით, მოსკოვს სურს გავლენა მოახდინოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭიროს ძალებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.
Internet.ge