|
10:05 30.06.2012
|
„სავარაუდოდ, მთავარი სამიზნე პრეზიდენტი ბაშარ ასადი გახდება. მისი შესაძლო დაღუპვის შემდეგ ჩვენი „პარტნიორები“ შეძლებენ თქვან, რომ გამარჯვებულს არ ასამართლებენ“ - ამბობს რუსული წყარო. |
|
|
16:51 29.06.2012
|
ტვირთები, მათ შორის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება ავღანეთიდან და პირიქით მარშრუტისას, გადაიზიდება არა მარტო საჰაერო საშუალებებით, არამედ სარკინიგზო და საავტომობილო გზითაც. |
|
|
14:55 29.06.2012
|
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სირიის მიერ თურქული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ანკარამ საზღვრისპირა რაიონებში სამხედრო ტექნიკა განათავსა, საზღვრისპირა ზონაში ტანკების მობილიზება დაიწყო სირიამაც. |
|
|
12:18 29.06.2012
|
სამხედროებს მიცემული აქვთ ბრძანება, პასუხი გასცენ სირიის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედრო ტექნიკა მეზობელ პროვინციაშიც იყრის თავს. |
|
|
16:35 28.06.2012
|
სამხედროებს ტანკებით ცეკვის დადგმაში მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტმეისტერი დაეხმარა. Т-90-ებთან ერთად ტანკების ბალეტში მონაწილეობას მიიღებენ თვითმავალი საარტილერიო საშუალებებიც. |
|
|
13:46 28.06.2012
|
აღნიშნული ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც სირიამ თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდო. თურქეთმა განაცხადა, რომ არ სურს ომი და პრობლემას დიპლომატიური გზით მოაგვარებს. თუმცა ანკარა „სხვა ზომებითაც“ დაიმუქრა. |
|
|
11:49 28.06.2012
|
აზერბაიჯანი კვლავ იუწყება სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ სროლები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. საპასუხო ცეცხლის გახსნა აზერბაიჯანმაც. |
|
|
10:43 28.06.2012
|
კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა უსაფრთხოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კიბერ უსაფრთხოება, ISAF-ის მისია და სამომავლო გეგმები, ნატო ჩიკაგოს სამიტის შემდეგ ევროატლანტიკური უსაფრთხოება, მომავალი საფრთხეები და გამოწვევები. |
|
|
11:44 27.06.2012
|
წვრთნების ფარგლებში ერევანში უშიშროების საბჭო შეიკრიბა, რომელზეც სომხეთის ირგვლივ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია განიხილეს და მომავალი სავარაუდო ნაბიჯების შესახებაც იმსჯელეს. |
|
|
10:16 27.06.2012
|
ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა პროვინცია დიარბაკირიდან სასაზღვრო რაიონებში - მარდინსა და შირნაკისკენ გაემართა. თუმცა დაკავშირებულია თუ არა ტექნიკის გადაადგილება სირია-თურქეთის საზღვარზე ვითარების გართულებასთან, ოფიციალური ანკარა ამაზე კომენტარს არ აკეთებს. |
|
|
18:47 26.06.2012
|
შუა აზიაში შეიძლება ახალი ლოკალური კონფლიქტები აღმოცენდეს. ამის შესახებ რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალმა ვლადიმერ ჩირკინმა ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. |
|