|
09:58 19.06.2012
|
გემების ტარტუსში გამგზავრების მთავარ ამოცანად სირიაში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისა და თავად ტარტუსის პორტში თავისი ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ამ გემებმა, საჭიროების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია უნდა მოახდინონ. |
|
|
10:57 18.06.2012
|
სირიელმა დისიდენტებმა კომუნიკე გამოაქვეყნეს, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყანაში „შეიარაღებული სამშვიდობოების“ შეყვანას სთხოვენ და უკმაყოფილო არიან გაეროს მისიის მუშაობის შეჩერებით. |
|
|
17:52 16.06.2012
|
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, თანამგზავრებიდან მიღებული ფოტოების საშუალებით ცნობილია, რომ სირიისკენ გემი „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ მიემართება. ის სევასტოპოლში 7 ივნისიდან იტვირთებოდა და ახლა ტარტუსში მიემგზავრება. აშშ-ის მონაცემებით „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ დიდი გემია, რომელიც 1700 ტონა ტვირთსა და 300 სამხედრო მოსამსახურეს იტევს. |
|
|
16:55 16.06.2012
|
"რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები მზად არიან დაიცვან საზღვაო ფლოტის გემები სირიაში გამგზავრების შემთხვევაში, რაც რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციისთვის შეიძლება გახდეს საჭირო" - განაცხადა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა ვლადიმერ გრადუსოვმა. |
|
|
15:29 16.06.2012
|
ახალი რადიოლოკაციური სადგური, რომელიც მოსკოვმა სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე სომხური მოსახლეობით დასახლებულ სოფელ კესაბში 1300 მეტრის სიმაღლეზე განათავსა, ნატოსა და თურქეთის სამხედრო ობიექტებზე თვალთვალის საშუალებას იძლევა. |
|
|
12:10 16.06.2012
|
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე საბრძოლო ხომალდი უკვე მზადყოფნაშია, რათა საჭიროების შემთხვევაში სირიისკენ დაიძრას. ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბში ოფიციალურად განაცხადეს. |
|
|
11:02 16.06.2012
|
ბრიტანული კვლევითი ცენტრის მოხსენებაში საუბარია იმაზე, რომ ეუთოს ძალიან გაუჭირდება ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით რეალური წარმატების მიღწევა. ამის მიზეზად კი რუსეთს ასახელებენ, რომელიც „სტატუს-ქვოს ან დაძაბულობის შენარჩუნებითაა ყველაზე მეტად დაინტერესებული“. |
|
|
18:51 15.06.2012
|
რუსეთის სამხედრო ბაზებზე სამხედროებს ახალი, შემსუბუქებული საზაფხულო ფორმები დაურიგეს. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით უკვე გაცემულია 3000 კომპლექტი. |
|
|
13:34 15.06.2012
|
2012 წლის განმავლობაში აფხაზეთში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა ჯარების გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში უახლესი სპეცტექნიკით შეივსება. |
|
|
10:59 15.06.2012
|
„დაღესტანი“ რუსეთის საზღვაო ფლოტის პირველი გემია, რომელიც უნივერსალური სარაკეტო კომპლექსებით „კალიბრ-ნკ“-თია აღჭურვილი. მას რამდენიმე ტიპის რაკეტის გამოყენება შეუძლია 300 კილომეტრში მდებარე, როგორც წყლის ზედა, ისე ნაპირზე მდებარე მიზნის გასანადგურებლად. |
|
|
14:51 14.06.2012
|
„თუ სომხეთს არ სურს, რომ მისი ჯარისკაცები იღუპებოდნენ, მაშინ გაათავისუფლოს აზერბაიჯანის მიწები. თუ ეს მოხდება, მაშინ სნაიპერების აუცილებლობაც აღარ იქნება“ - განაცხადა მინისტრმა. |
|