გორის „დილამ“ განმეორებითი მატჩიც წააგო პორტუგალიურ
„მარიტიმუსთან“ 0:2 და ევროპოს ლიგას ფლეი-ოფის ეტაპიდან გამოეთიშა. ქართველებმა გოლები
პირველი და მეორე ტაიმის ბოლოს გაუშვეს - თავი ჰელდონმა და დიასმა გამოიჩინეს.
მთლიანობაში „მარიტიმუ“ გაცილებით უკედ გამოიყურებოდა,
ვიდრე ერთი კვირის უკან მშობლიურ ფუნშალში „დუშ ბარეირუშზე“ - პორტუგალიელები ორგანიზებულად
და გამართულად თამაშობდნენ და ჰქონდათ უპირატესობა პირველ რიგში ბურთის ფლობაში, რამაც
მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე.
„დილამ“ მდგომარეობის გამოსწორება და გათანაბრება მას
შემდეგაც ვერ შეძლო, რაც „მარიტიმუს“ 55-ე წუთზე როდრიგო ანტონიუ გაუძევეს ორი ყვითელი
ბარათის გამო და პორტუგალიური გუნდი 10 ფეხბურთელის შემადგენლობით დარჩა. მოკლედ ორი
თამაშის ჯამში „მარიტიმუ“ „დილაზე“ ძლიერი აღმოჩნდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც
სწორედ ის ითამაშებს.
გორელებმა კი გააკეთეს მაქსიმუმი, რაც შეეძლოთ და მიმდინარე
გათამაშებაში ევროპის ლიგაზე მათი გამოსვლა უდაოდ ძალზედ წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ.
ევროპის ლიგის ფლეი-ოფის განმეორებითი მატჩი. თბილისი
„მიხეილ მესხი“
„დილა“ – „მარიტიმუ“ 0:2 (0:1)
გოლები:
ჰელდონი 42, დიასი 93.
Internet.ge