ჟვანია კვლავ „სტად ფრანსეს“ განაცხადშია
15:39 31.08.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შერკინების ბურჯი ზურაბ ჟვანია კვლავ მოხვდა პარიზული „სტად ფრანსეს“ განაცხადში, რომელიც დღეს თბილისის დროით 22.45 საათზე საფრანგეთის „ტოპ 14“-ის მე-3 ტურის შეხვედრას გამართავს ლიგის დებიუტანტ „გრენობლთან“. 20 წლის „ბორჯღალოსანი“ სათადარიგოთა შორის 23 ნომრიანი მაისურით იჯდება და სავარაუდოდ, მოუწევს მოედანზე გამოსვლა. „გრენობლი“-„სტად ფრანსეს“ მატჩის ნახვა ცოცხლად შესაძლებელია „სეტანტა სპორტსის“ საშულებით. მე-3 ტურის ყველა სხვა შეხვედრა შაბათს, 1 სექტემბერს გაიმართება. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|