ქართველმა მოცურავემ შეკრული ხელ-ფეხით დარდანელი გადაცურა. 5, 5 ათასი მეტრის გადასაცურად გოგონას ერთ საათზე ნაკლები დასჭირდა.
შედეგად, 17 წლის ანა ლომინაძე მსოფლიოში პირველი ქალი გახდა, რომელმაც დარდანელის სრუტის გადალახვა შეძლო.
მან ცურვის ძველი ქართული სტილი კოლხური გამოიყენა – შეკრული ხელებითა და ფეხებით.
ანამ სტარტი ხუთშაბათს დილით თურქეთის ქალაქ ეჯიბატიდან აიღო. და სრუტე 50 წუთში გადალახა.
განვლილმა დისტანციამ 5,5 მეტრი შეადგინა.
რეკორდის დამყარება ანა ლომინაძემ ქართველი სპორტსმენის ჰენრი კუპრაშვილის საპატივცემულოდ გადაწყვიტა, რომლემ 10 წლის წინ ხელ-ფეხშეკრულმა პირველმა გადაცურა დარდანელი.
Internet.ge