იგორ კოკოშკოვი: „ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა“
10:45 03.09.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს უახლოვდება - იგორ კოკოშკოვის გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი სლოვენიისკენ რუმინულ ქალაქ სიბიუში გადადგა, სადაც შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში რუმინეთის ნაკრები გაანადგურა 91:74.
მატჩი უსიამოვნო სიურპრიზით დაიწყო - ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენი გუნდის ლიდერსა და კაპიტანს ზაზა ფაჩულიას, რომლის მოედანზე არგამოსვლა ბოლო მომენტში გადაწყდა. ეს უდიდესი დანაკლისი იყო ნაკრებისათვის, მაგრამ მოთამაშეებმა მობილიზება მოახერხეს და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
ფაჩულიას არყოფნაში გუნდის ლიდერობა საკუთარ თავზე ახალგაზრდა თორნიკე შენგელიამ აიღო, რომელმაც გუნდს 23 ქულა და 10 მოხსნა მოუტანა. ასევე შედეგიანები იყვნენ: მანუჩარ მარკოიშვილი და ჯეიკობ პულენი.
ახლა ქართველებს გადამწყვეტი ბრძოლა 5 სექტემბერს ელით თბილისის სპორტის სასახლეში ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრებთან.
იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ეს დიდი გამარჯვებაა ჩვენთვის. ჩვენ არცერთ მომენტში არ დაგვიწყებია ის, რომ რუმინეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია ნიჭიერი მოთამაშეებით. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და ბოლომდე გვჯეროდა მოგების - მთელი 40 წუთი მაქსიმუმი გავიღეთ ასეთი შედეგის მისაღწევად. მატჩის ბედი მე-4 მეოთხედის ბოლოს გადავწყვიტეთ.“
თორნიკე შენგელია (საქართველოს ნაკრების ფორვარდი): „ჰოლანდიასთან მარცხის შემდეგ უკეთესი თამაში ვაჩვენეთ. ვცდილობდით, რომ კარგად გვეთამაშა დაცვაში. რუმინეთი კარგი ოპონენტი აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო წუთებამდე იბრძოლა. ახლა სამი თამაში დაგვრჩა შესარჩევ ეტაპზე და ვიმედოვნებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შევძლებთ. უახლოესი მატჩი ბოსნიასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. სიბიუ „ტრანსილვანია“ (1500)
რუმინეთი - საქართველო 74:91 (21-24, 18-23, 20-22, 15-22)
საქართველო: შენგელია (23 ქულა- 10 მოხსნა), მარკოიშვილი (17), პულენი (16), სანიკიძე (13-6), ცინცაძე (12-8 ასისტი), შერმადინი (6-5), მეტრეველი (4-2).
ბოსნია ჰერცეგოვინა - ჰოლანდია 99:83
1.ბოსნია 6 4/2 536-511 10 2.საქართველო 5 4/1 434-400 9 3.ლატვია 5 3/2 414/353 8 4.ჰოლანდია 6 2/4 497/543 8 5.რუმინეთი 6 1/5 434-508 7
5 სექტემბერი
საქართველო - ბოსნია ჰერცეგოვინა ჰოლანდია - ლატვია
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|