ბოსნია თბილისში გამარჯვებისთვის მოდის
11:55 04.09.2012
|
დღის სიახლეები
|
ბოსნია ჰერცეგოვინას ნაკრებს სურს სარაევოში განცდილი მარცხისათვის საქართველოს ნაკრებთან რევანში თბილისში აიღოს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში ლიდერობა ხელთ იგდოს. ხვალ სპორტის სასახლეში გასამართი საქართველო-ბოსნიის მატჩის შედეგზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული 2013 წელს სლოვენიაში წამსვლელთა ვინაობის გარკვევა. ბოსნიის ნაკრების ლიდერი მირზა ტელეტოვიჩი თვლის, რომ მისმა გუნდმა იგივე უნდა გააკეთოს თბილისში, რაც საქართველოს ნაკრებმა სარაევოში შეძლო (96:95): „ბოსნიის ნაკრებისათვის ეს შესარჩევი ეტაპის ურთულესი მატჩია. საქართველო ძლიერი გუნდია, სადაც მაღალი კლასის ინდივიდუალისტები თამაშობენ, თანაც მძლავრი საშინაო მხარდაჭერის პირობებში ისინი ორმაგად საშიშნი იქნებიან. მათ სარაევოში აჩვენეს ძალიან კარგი თამაში და ახლა ჩვენი ჯერია, რომ იგივე თბილისში გავაკეთოთ“ - განაცხადა თბილისში გამომგზავრებამდე ტელეტოვიჩმა. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|