საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის
შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო - თემურ ქეცბაიას გუნდმა I ჯგუფის სასტარტო მატჩში
ბელარუსის ნაკრები თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაამარცხა 1:0.
მთლიანობაში შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა,
მეტოქეები ფრთხილობდნენ, რის გამოც ბევრი საგოლე მომეტი არ შექმნილა. პირველი ტაიმის
დასკვნითი მონაკვეთი ბელარუსთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ნახევარში ქართველებმა
გამოასწორეს მდგომარეობა - ერთ-ერთი სწრაფი კონტრშეტევის დროს თორნიკე ოქრიაშვილი ფლანგზე
გასცდა რამდენიმე მეტოქეს და გამარჯვების გოლი შეაგდო.
მსოფლიო
ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. თბილისი „ბორის პაიჭაძე“
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი:
ოქრიაშვილი 51.
ყვითლები:
კანკავა, ლორია - მარტინოვიჩი.
Internet.ge