საქართველოს ნაკრები 2013 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე
ითამაშებს სლოვენიაში - იგორ კოკოშკოვის გუნდმა D ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და
ისტორიაში მეორედ გაემგზავრება კონტინენტურ პირველობაზე.
ნაკრებმა მთელი შესარჩევი ციკლი მაღალ დონეზე ჩაატარა, ჩავარდნა მხოლოდ
ერთ შეხვედრაში ჰქონდა და დამსახურებულად მოიპოვა საჩემპიონატო საგზური. შესარჩევი
ციკლის ბოლო ტურის შეხვედრა კი საქართველოს ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში,
ჰოლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 97:89 დაასრულა.
internet.ge