საქართველოს ნაკრებს
3 წუთი დააკლდა საიმისოდ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი მთავარი
სენსაცია მოეხდინა და მსოფლიოსა
და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებისათვის ქულები აერთმია.
თბილისის „ბორის პაიჭაძეზე“ მატჩის დასასრულამდე სამიოდე
წუთიღა რჩებოდა, როდესაც „ვალენსიას“ ფორვარდმა რობერტო სოლდადომ გამარჯვების და შეხვედრის
ერთადერთი გოლი გაიტანა.
თემურ ქეცბაიას გუნდმა მთელი შეხვედრის განმავლობაში
ორგანიზებულად და თავდადებულად იმოქმედა, გაუძლო მრისხანე მეტოქის დიდი ზეწოლას და
აჩვენა, რომ ანგარიშგასაწევია ძალაა ნებისმიერი დონის მოწინააღმდეგისათვის.
საქართველო - ესპანეთი 0:1
საქართველო: ლორია
(კვასხვაძე 73), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა
(კ), დაუშვილი, თარგამაძე (ძალამიძე 64), ოქრიაშვილი, მჭედლიძე (სირბილაძე 79).
გოლი: სოლდადო
79.
Internet.ge