“ინტერი” დაინტერესებულია “ნაპოლის” ორი წამყვანი ფეხბურთელის შეძენით და
შეეცდება ეს ტრანსფერები ზაფხულში განახორციელოს.
“Football Italia”-ს ინფორმაციით, მილანური კლუბი ცდილობს 26 წლის
კოლუმბიელი ნახევარმცველის ხუან სუინგასა და ასევე 26 წლის არგენტინელი ფორვარდის
ესიკელ ლავესის ყიდვას.
სუინგა, რომელმაც 25 მატჩი ჩაატარა სერია “ა”-ს მიმდინარე გათამაშებაში
და 1 გოლი გაიტანა, 5 მილიონ ევროდ ფასდება, ხოლო ლავესი გაცილებით ძვირად ფასობს
- 33 შეხვედრაში 10 გოლის გამტანი და 8 საგოლე გადაცემის გამკეთებელი ფეხბურთელი 31
მილიონი ღირს.
Internet.ge