მოსკოვში დაბრუნებულმა ჯანო ანანიძემ ვერც “სპარტაკის” შემადგენლობაში შეძლო ვარჯიშის ჩატარება და სავარაუდოდ რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩის გამოტოვება მოუწევს, შაბათს კრასნოდარში ადგილობრივ “კუბანთან”.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ნახევარცველმა საქართველოს ნაკრების 11 სექტემბრის შეხვედრა გამოტოვა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, რისი მიზეზიც შეუძლოდ ყოფნა იყო - თემურ ქეცბაიას გუნდი 0:1 დამარცხდა თბილისის “ბორის პაიჭაძეზე” მსოფლიოს ჩემპიონებთან.
internet.ge