საქართველოს ნაკრების ჰუკერმა ირაკლი ნატრიაშვილმა გადამწყვეტი ლელო დადო
“ბრივის” შემადგენლობაში საფრანგეთის მე-2 დივიზიონის მე-4 ტურის შეხვედრაში
“ნარბონას” წინააღმდეგ 24:16.
“ბორჯღალოსანთა” 28 წლის მორკინალი მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და ლელო
შეხვედრის დასასრულამდე 8 წუთით ადრე დადო. ნატრიაშვილი გარდა, “ბრივის” რაზმში
კიდევ ორმა ქართველმა ითამაშა - დავით ხინჩაგიშვილი სასტარტოში იყო, ხოლო გოდერძი
შველიძე სწორედ მის ნაცვლად გამოჩნდა მეორე ტაიმში მოედანზე.
internet.ge