საქართველოს ჩემპიონი "ლიგამუსი-თბილისი" წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს - საქართველოს ჩემპიონმა თბილისში გამართული საკვალიფიკაციო რაუნდის A ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა.
საცურაო სპორტკომპლექს "ოლიმპიკიში" გამართულ მატჩებში "ლიგამუსი-თბილისმა" პოლონეთის "არკონია შჟეცინი" 16:4, ესპანური "საბადელი" 12:11, ხოლო ბელარუსის "ვიტბიჩ ვიტებსკი" 16:6 დაამარცხა.
შედეგად "ლიგამუსი-თბილისი" ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე ითამაშებენ - "ეგერი" (უნგრეთი), "სპარტაკ ვოლგოგრადი" (რუსეთი), ვასპო 98 ჰანოვერი (გერმანია), "ვულიაგმენი" (საბერძნეთი), "შურმანი" (ჰოლანდია). ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 26 სექტემბერს, გუნდები სახლში და სტრუმრად თითო-თითო შეხვედრს ჩაატარებენ.
ჯგუფიდან პლეი-ოფში 4 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა. უკვე ცნობილია, რომ "ლიგამუსი-თბილისი" პირველ შეხევდრას სტუმრად უნგრეთის ჩემპიონ "ეგერთან" 26 სეწტემბერს გამართავს.
internet.ge