უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულია უკრაინაში
სასტუმროების მაღალი ფასების გამო.
“ჩვენ ვღელავთ იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ უკრაინაში
სასტუმროს მფლობელებმა ტარიფები გაზარდეს. ვიმედოვნებთ, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება
მოაგვარებს ამ პრობლემას” - განაცხადა პლატინიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიკტორ იანუკოვიჩმა შესაბამის
სტრუქტურებს დაავალა, დაარეგულირონ სიტუაცია სასტუმროების ბიზნესში და აღკვეთონ
უსაფუძვლო ფასების მატება.
Internet.ge