“ლივერპული” დაინტერესებულია “ბარსელონას” ფორვარდის დავიდ ვილიას
შეძენით და მზად არის ესპანეთის ნაკრების 30 წლის ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო
გადაიხადოს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოს მომავალში დაიწყება და მისი
წარმატებულად დასრულების შემთხვევაში ვილია ლივერპულელთა წითელ მაისურს მოირგებს.
შეგახსენებთ, რომ ტრავმამოშუშებული დავიდ ვილია სექტემბრის დასაწყისში
ესპანეთის ნაკრებს თბილისში ჩამოყვა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის
გასამართად საქართველოს ნაკრებთან, თუმცა მოედანზე გამოსვლა არ მოუწია.
ვილია 2010 წელს გადავიდა “ბარსელონაში” და მის შემადგენლობაში 52 მატჩში
25 გოლი გაიტანა.
Internet.ge