ამ სეზონზე პირველად, “ტულონმა” საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მე-7 ტურის
განაცხადში შეიყვანა საქართველოს ნაკრების შერკინების მეორე ხაზელი კოტე მიქაუტაძე,
რომელიც თადარიგში იქნება ტრავმირებულ ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის
“ტულუზასთან” საშაბათო შეტაკებაში. ტულონურ რაზმში არ არის “ბორჯღალოსანთა” ბურჯი
დავით ქუბრიაშვილი, რომელიც ტრავმირებულია, ხოლო ლევან ჩილაჩავა განაცხადში ვერ
მოხვდა.
ტრავმით გამოწვეული მცირეხნიანი შესვენების შემდეგ “სტად ფრანსეს”
შემადგენლობაში დაბრუნდა 20 წლის ქართველი ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელიც დღეს
ტრავმირებული დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის “კლერმონ ოვერნთან”
შეხვედრაში განაცხადშია.
ქართველთა “მონპელიეს” განაცხადში კი ტრავმირებული ანტონ ფეიქრიშვილის
“კასტრთან” მატჩში მამუკა გორგოძე და გიორგი ჟღენტი არიან, ხოლო მიხეილ ნარიაშვილი
ტრავმირებულია.
Internet.ge