იტალიის სერია “ა”-ს 26-ე ტურის გადმოტანილ შეხვედრაში მანუჩარ
მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის “ბენეტ კანტუმ” სეზონის ერთ-ერთ მთავარ
შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი სიენას “მონტეპასკი” ოვერტაიმში დაამარცხა 95-94.
გადავსებულ “პალასპორტ პიანელაზე” კანტუელები თავიანთი ძირითადი ცენტრის,
23 წლის შერმადინის გარეშე გამოვიდნენ, რომელმაც გუშინწინ ოპერაცია გადაიტანა
ფეხზე და ახლა 6-12 კვირა დასჭირდება კონდიციების აღსადგენად.
სამაგირეოდ სასტარტო ხუთეულში გამოვიდა გუნდის მეორე ქართველი ლეგიონერი,
მარკოიშვილი, რომელმაც მთლიანობაში მოედანზე 29 წუთი გაატარა და ამ დროის
განმავლობაში 10 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. “მანუმ” 5-დან 2 ორქულიანი და 9-დან 6
საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
ამ გამარჯვების შემდეგ “ბენეტ კანტუ” მიუახლოვდა სატურნირო ცხრილში
პირველ ადგილზე მყოფ “მონტეპასკის” და სავარაუდოა, რომ საჩემპიონო ტიტულისათვის
სწორედ ეს ორი გუნდი იბრძოლებს.
Internet.ge