საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი 2016 წლამდე
ითამაშებს საფრანგეთის “ტოპ 14”-ის “მონპელიეში” - 22 წლის “ბორჯღალოსანმა” ევროპის
უძლიერესი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ეს უდაოდ სასიხარულო ამბავი და წინგადადგმული ნაბიჯია კარიერაში
ახალგაზრდა ქართველი ლეგიონერისათვის, რომელმაც ახლახანს ტრავმა მიიღო და
დაახლოებით ერთი თვის გამოტოვება მოუწევს ამ მიზეზის გამო. მიმდინარე სეზონზე
ნარიაშვილს სულ უფრო მეტი სათამაშო დრო ეძლევა, რაც მის მიმართ სამწვრთნელო შტაბის
ნდობის გამოხატულებაა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ნარიაშვილის გარდა “მონპელიეს” შემადგენლობაში
მამუკა გორგოძე და გიორგი ჟღენტიც თამაშობენ.
Internet.ge