საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის
მორიგ შეხვედრას 12 ოქტომბერს ჰელსინკიში “ოლიმპიასტადიონზე” ფინეთის ნაკრებთან
გამართავს. ფინელთა მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა გუშინდელ
პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ კარგად ესმით, თუ რაოდენ ძლიერი გუნდია
საქართველო.
“ჩვენ, ფინელებს ძალიან კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძლიერი გუნდია
საქართველო. მათ საკვალიფიკაციო ეტაპი ბელორუსთან გამარჯვებით დაიწყეს, გუნდთან, რომელმაც
გასულ შესარჩევზე 4 ქულა აართვა საფრანგეთის ნაკრებს. ამის შემდეგ კი ქართველებმა
დიდი ბრძოლა გაუმართეს ესპანეთს და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ” -
განაცხადა ფინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
internet.ge