გიორგი შერმადინი და მისი თელ ავივის “მაქაბი” ისრაელის თასის ფინალში
გავიდნენ, მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს ჰაიფას
“მაქაბი” 86:79 და 6 ოქტომბერს გადამწყვეტ მატჩში აშდოდის “მაქაბის”
შეეტაკებიან.
საქართველოს ნაკრების 116 სანტიმეტრიანმა ცენტრმა მოედანზე მთლიანობაში
18.45 წუთი გაატარა და 3 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შემატა საერთო
გუნდურ მონაგარს. 23 წლის ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 7
მოხსნიდან 4 მეტოქის ფარზე შეასრულა.
internet.ge