დღეს, საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მე-8 ტური ქართული დუელით გაიხსნება - კასტრის “პიერ ანტუანზე” ანტონ ფეიქრიშვილის
“კასტრი” დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის “კლერმონ ოვერნს” შეხვდება.
საქართველოს ნაკრების ორივე ბურჯი განაცხადშია - 25 წლის ფეიქრიშვილი
სათადარიგოთა შორის იქნება, ხოლო 29 წლის ზირაქაშვილი სასტარტოში დაიწყებს. რაც
შეეხება კოლელიშვილს, ახალგაზრდა შერკინების მესამე ხაზელი საამმატჩო განაცხადში
ვერ მოხვდა.
შეხვედრა თბილისის დროით 22.50 საათზე დაიწყება და რაგბის ქართველ
გულშემატკივრებს მისი ნახვა ჩანაწერში ხვალ დილით 12.25 საათზე შეეძლებათ ტელეარხ
“სეტანტა სპორტის” საშუალებით, ან პირდაპირში სხვადასხვა ინტერნეტ-ლაივსთრიმების მეშვეობით,
მაგალითად - www.stopstream.tv
Internet.ge