ვიქტორ სანიკიძემ 11 მოხსნა გააკეთა სიენას “მონტეპასკის” ამერიკული
ტურნეს პირველ შეხვედრაში, სადაც მისი გუნდი სან ანტონიოში დამარცხდა ადგილობრივ
“სფურსთან” 77:106.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მთლიანობაში მოედანზე 31.15 წუთი გაატარა
და დროის ამ მონაკვეთში 5 ქულისა და 11 მოხსნის დაგროვება შესძლო. მოხსნების
რაოდენობით ვიქტორი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. სანიკიძემ 7-დან 2
ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
სიენელები მორიგ შეხვედრას 8 ოქტომბერს “ქლივლენდ ქეველიერსთან”
ჩაატარებენ.
internet.ge