ლონდონის “არსენალის” დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ პიტერ ჰილ-ვუდმა
განაცხადა, რომ სურს რაც შეიძლება დიდხანს იხილოს არსენ ვენგერი გუნდის მთავარი
მწვრთნელის პოსტზე და მზად არის მას ახალი კონტრაქტი შესათავაზოს.
62 წლის სპეციალისტის მიმდინარე შეთანხმება “მეთოფეებთან” 2014 წლის
ზაფხულში იწურება.
“იდეალური იქნება, თუ ვენგერი დარჩება. ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე
უკეთესად შესძლებს “არსენალის” მწვრთნელობას, ვიდრე არსენი. ზოგიერთი სულელი
ამბობდა, რომ მისი დრო გასულია და ის უნდა წავიდეს, მაგრამ ვენგერმა ყველას
დაუდასტურა, რომ ის საუკეთესოა. იგი გუნდში უკვე 16 წელია და მე მინდა, რომ ის
კიდევ ხანგრძლივი ვადით დარჩეს ჩვენთან” - თქვა ჰილ-ვუდმა.
Internet.ge