ურჯუკაშვილისა და ზიბზიბაძის ლელოები საფრანგეთში
10:01 10.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს ნაკრების მორაგბეთა ლელოებით და ქულებით აღინიშნა საფრანგეთის „ფედერალ 1“-ის (სიძლიერით მე-3 ჩემპიონატი საფრანგეთის სარაგბო სისტემაში, „ტოპ 14“-ის და მე-2 დივიზიონის შემდეგ) მე-4 ტური. „პერიგოს“ თედო ზიბზიბაძემ და „ობენას“ ბექა ურჯუკაშვილმა ლელოებით თავიანთ გუნდებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინეს.
„ბორჯღალოსანთა“ ვეტერანმა უკანა ხაზის ცენტრმა ზიბზიბაძემ შეუცვლელად ჩაატარა მატჩი „მარმადესთან“ (30:10) და „პერიგოს“ მოგებაში წვლილი 49-ე წუთზე გატანილი ლელოთი შეიტანა. ასევე შეუცვლელად ითამაშა უკანა ხაზის ცენტრის პოზიციაზე ახალგაზრდა ბექა ურჯუკაშვილმაც და „აჟდესთან“ დაპირისპირებაში (38:13) თავის „ობენას“ ლელო 37-ე წუთზე შემატა.
ამას გარდა, მორიგი ქულები მოიპოვეს ლაშა მალაღურაძემ და მერაბ კვირიკაშვილმა. მალაღურაძის „ბაგნიორე“ გასვლაზე დამარცხდა „ლიმოჟთან“ 12:22 და 12-ვე ქულა ქართველი 10 ნომრის ანგარიშზეა, საიდანაც 3 ზუსტი საჯარიმო და ერთიც ფეხმარჯვე არეკნია. კვირიკაშვილი შეცვლაზე შევიდა და თავის „სენ ჟუნიენს“ ერთი რეალიზებული საჯარიმო შემატა „ლურდთან“ უმძიმეს დაპირისპირებაში (14:15).
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|