საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ვარჯიში განაახლა სრული
დატვირთვით - 210 სანტიმეტრიანმა ცენტრმა გუშინ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად
“ატლანტა ჰოუქსის” შემადგენლობაში “ფილიფს არენაზე”, თუმცა ჯერჯერობით უცნობია,
როდის შესძლებს თამაშს.
შეგახსენებთ, რომ ზაზამ ფეხის ტრავმა ჯერ კიდევ საქართველოს ნაკრების
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის დროს მიიღო და რამდენიმე
შეხვედრაც გამოტოვა. ამის შემდეგ ფაჩულია აღდგენით კურსს გადიოდა და ახლა თავს
უკედ გრძნობს.
ხვალ გამთენიისასა “ატლანტა ჰოუქსი” წინასასეზონო მატჩს ატარებს სან
ანტონიოში ადგილობრივი “სფერსის” წინააღმდეგ და ზაზას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ
დგას.
Internet.ge