საქართველოს ნაკრებს ნოემბრის ორ უმნიშვნელოვანეს ტესტში 17 ნოემბერს
იაპონიასთან და 24 ნოემბერს ფიჯისთან ახალ ზელანდიელი და ფრანგი რეფერი უმსაჯებენ.
ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ირბ-მ, რომელმაც უპრეცენდენტო რაოდენობის ნოემბრის ტესტმატჩებისათვის
19 საუკეთესო რეფერი შეარჩია.
17 ნოემბერს “ბორის პაიჭაძეზე” საქართველო-იაპონიის დაპირისპირებას 36
წლის ახალ ზელანდიელი გლენ ჯექსონი მოემსახურება, რომელსაც რუმინელი ასისტენტები:
ვლად იორდანესკუ და რადუ პეტრესკუ ეყოლება. 24 ნოემბერს საქართველო-ფიჯის კი 35
წლის საკმაოდ გამოცდილი და ცნობილი ფრანგი პასკალ გიოზე განსჯის, რომლის
ასისტენტებიც ჯერჯერობით ცნობილი არ არიან.
Internet.ge