ევროლიგის ახალი სეზონის პირველი ტური საქართველოს ნაკრების
კალათბურთელებმა ინდივიდუალურად ძლიერად დაიწყეს, თუმცა მათმა გუნდებმა
განსხვავებული შედეგი აჩვენეს.
მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუ” მშობლიურ “პალა დესიოზე” მოულოდნელად
დამარცხდა ლიუბლიანას “უნიონ ოლიმპიასთან” 71:84. საქართველოს ნაკრების მსროლელმა მთლიანობაში
მოედანზე 19 წუთი გაატარა და დროის ამ მონაკვეთში თავის გუნდს 13 ქულა და 2
შედეგიანი გადაცემა შემატა. მანუმ 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან
3 საჯარიმო შემატა.
გიორგი შერმადინის თელ-ავივის “მაქაბიმ” კი მეტად მძიმე გასვლა მოიგო
ესპანეთში “უნიკახასთან” 85:80. საქართველოს ნაკრების 216 სანტიმეტრიამა ცენტრმა
14 წუთი ითამაშა და 9 ქულისა და 3 მოსხნის დაგროვება შეძლო. შერმამ ორივე
2-ქულიანი ააცილა და 12-დან 9 საჯარიმო ჩაგდო.
დღეს ბრძოლაში ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკი” ჩაებმება, რომელიც სიენაში
გერმანულ “ალბას” უმასპინძლებს.
internet.ge