საქართველოს ნაკრებს შეეძლო 3 ქულა წამოეღო ცივი ჰელსინკიდან, თემურ
ქეცბაიას გუნდი გურამ კაშიას 56-ე წუთზე გატანილი გოლით ლიდერობდა, მაგრამ
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ფინეთის ნაკრებმა მოახერხა 7 წუთში გამათანაბრებელის
გატანა - ჰიამიალაინენმა ზურაბ ხიზანიშვილისა და ნუკრი რევიშვილის შეცდომით
ისარგებლა და ანგარიში 1:1 გახადა.
დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეეცადა
რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას და მოედანზე შემტევი ჯანო ანანიძე და ლევან
ყენია შეუშვა, თუმცა ქართველებს აშკარა საგოლე მომენტი აღარ შეუქმნიათ.
ფინეთი - საქართველო 1:1
(ჰიამიალაინენი 63 - კაშია 56)
internet.ge