“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი თვლის, რომ ესპანეთის
ჩემპიონის ტიტულის ბედი ხვალინდელ “ელ კლასიკოში” გადაწყდება “ბარსელონასა” და
“რეალს” შორის “კამპ ნოუზე”.
“ჩემპიონობის ბედი “რეალთან” მატჩზეა დამოკიდებული. შევეცდებით, რომ
დავამარცხოთ მეტოქე და ჩამორჩენა 1 ქულამდე შევამციროთ. ახლა იმედით აღსავსენი
ვართ, რადგანაც ერთი პერიოდი მადრიდელებს 10 ქულით ჩამოვრჩებოდით.
“რეალმა” ჩვენთან ბოლო შეხვედრებში რამდენჯერმე შეცვალა ტაქტიკა, მაგრამ “ბარსელონა”
ხვალაც თავის ტრადიციულ სტილში ითამაშებს, ანუ შეეცდება, რომ ბურთზე კონტროლი
დაამყაროს”, - განაცხადა ჩავიმ 21 აპრილის ბრძოლის წინ.
Internet.ge