“ჩელსის” მფლობელი რუსი მილიარდელი რომან აბრამოვიჩი თავისი გუნდის
მთავარ მწვრთნელს რობერტო დი მატეოს 750 ათას ფუნტს დაპირდა, იმ შემთხვევაში, თუ
ის დღეს “ბარსელონას” დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანს
ლონდონელებს.
“The Times”-ის ინფორმაციით,
ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი კმაყოფილია იტალიელი სპეციალისტის მუშაობით და მის
კანდიდატურას განიხილავს, როგორც ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ანდრე ვილაშ-ბოაშის
სრულფასოვან შემცვლელად.
მას შემდეგ, რაც “ჩელსის” დროებითი მთავარი მწვრთნელი დი მატეო გახდა,
გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 14 თამაშიდან 10 მოიგო.
Internet.ge