“ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია - გუშინ “კამპ ნოუზე” ნათამაშები ფრეს
(2:2) შედეგად, ლონდონელებმა ორი მატჩის ჯამში აჯობეს “ბარსელონას” და მიუნხენში
გამგზავრების უფლება მოიპოვეს.
თუმცა ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ გახდა საეჭვო, როდესაც შეხვედრის
37-ე წუთზე არასპორტული საქაციელისათვის მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან
გააძევა “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი. რის გამოც ინგლისური გუნდი თითქმის 55 წუთის
განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში ებრძოდა მრისხანე მეტოქეს.
თამაშის შემდეგ ტერიმ ასე ახსნა ეს ეპიზოდი: “იმ მომენტში სანჩესი ჩემს
წინ აღმოჩნდა. განმეორებით ვნახე და ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა ცუდად
გამოიყურება. მაგრამ მე იმ ფეხბურთელთა რიცხვს არ განვეკუთვნები, რომლებიც განზრახ
აყენებენ ტრავმას მეტოქეს.
კარგად მესმის, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი და იმედი მაქვს, რომ ის
ხალხი, ვინც მიცნობს, გაიგებს ჩემს მდგომარეობას. გავიაზრე, რომ თანაგუნდელები
დავაღალატე, მათ და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი” - თქვა “ჩელსის” კაპიტანმა.
Internet.ge