ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უმნიშვნელოვანეს ტესტ-მატჩს გამართავს
კონტინენტის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან - გერმანიის ნაკრებთან.
გერმანიის კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, შეხვედრა 13 აგვისტოს
ლაიპციგში, “არენა ლაიფციგზე” გაიმართება და ორივე ნაკრები უძლიერესი
შემადგენლობით წარსდგება დარბაზში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე D ჯგუფში
საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ბოსნიის, ლატვიის, ჰოლანდიისა და
რუმინეთის ნაკრებები. ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 18 აგვისტოს თბილისში
რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
Internet.ge