საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა, მალხაზ ასათიანმა განაცხადა, რომ
უახლოეს ხანებში კარიერას ოფიციალურად დაასრულებს: “ამის ალბათობა 90-95
პროცენტია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაშს გავაგრძელებ, ეს ტოპ-დონეზე აღარ იქნება,
რადგანაც უკვე წელიწადზე მეტია ფეხბურთს ჩამოშორებული ვარ. ძველი ფორმის დაბრუნება
ძალიან გამიჭირდება.
ერთადერთი ვარიანტი არსებობს - ამბიციურმა კლუბმა ისეთი ინტერესი უნდა
გამოავლინოს ჩემს მიმართ, რომ მეც დამაინტერესოს. თუმცა ჯერჯერობით ასეთი
წინადადება არ მიმიღია და მოედნისკენაც გული განსაკუთრებულად არ მიმიწევს.
მოსკოვის “ლოკომოტივიდან” 2010 წელს წავედი, როდესაც კონტრაქტი
დამისრულდა. ვიმედოვნებდი, რომ იქნებოდა შემოთავაზებები რუსეთის პრემიერლიგის
კლუბებიდან. უცხოეთს და პირველ ლიგას კატეგორიულ უარს ვეუბნებოდი, შესაძლოა
შეცდომითაც. სულ მოლოდინში ვიყავი, მაგრამ…
ფეხბურთელებს აქვთ ერთი ლამაზი ტრადიცია - დაასრულონ კარიერა სამშობლოში.
მაგრამ მე არ მინდა საქართველოში თამაში. ადგილობრივი კლუბები, რაღა თქმა უნდა
ჩემით ინტერესდებიან, მაგრამ მათ საკმაო პრობლემები აქვთ, მათ შორის ფინანსებთან
დაკავშირებით” - განუცხადა ასათიანმა რუსუსლ გამოცემა “სოვეცკი სპორტს”.
Internet.ge