“კლერმონ ოვერნის” ქართველი ბურჯი დავით ზირაქაშვილი ევროტურნირების,
“ჰაინიკენის” თასისა და “ემლინ ჩელენჯის” თასის ნახევარფინალების სიმბოლურ
ნაკრებში მოხვდა.
ეს მორიგი აღიარებაა საქართველოს ნაკრების 28 წლის ერთ-ერთი ლიდერისათვის,
რომელიც საფრანგეთის “ტოპ 14”-ის ბოლო ტურების ნაკრებშიც არაერთხელ მომხვდარა.
სამწუხაროდ, “ბორჯღალოსანის” “კლერმონ ოვერნი” ნახევარფინალში
“ჰაინიკენის” თასის მფლობელ, ირლანდიურ “ლენსთერთან” 15:19 დამარცხდა და ფინალში
ვერ გავიდა, მაგრამ დათომ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ევროტურნირების ნაკრები
1.სიან ჰილი (“ლენსთერი”), 2.რორი ბესთი (“ალსთერი”), 3.დავით ზირაქაშვილი (“კლერმონ ოვერნი”),
4.იოჰან მიულერი (“ალსთერი”), 5.ნეთან ჰაინსი (“კლერმონ ოვერნი”), 6.შონ ობრაიენი
(“ლენსთერი”), 7.სთეფონ ერმითიჯი (“ტულონი”), 8.ნეთენ თეილი (“ედინბურგი”), 9.რუან
პიენაარი (“ალსთერი”), 10.ჟულეს პლისონი (“სტად ფრანსე”), 11.თიმ ვისერი
(“ედინბურგი”), 12.ფედი უოლასი (“ალსთერი”), 13.დეინ ჰეილეთ-ფეთი (“ბიარიცი”),
14.სითივენი სივივათუ (“კლერმონ ოვერნი”), 15.რობ კირნი (“ლენსთერი”).
Internet.ge