ასეთი წინადადებით მიმართა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა
ანხელ მარია ვილიარმა უეფას პრეზიდენტს მიშელ პლატინის უკრაინაში ბოლო ხანს განვითარებული
მოვლენების გამო.
“თუ სიტუაცია სახიფათო გახდა, ტურნირი არ ჩატარდება. ჩვენ იძულებულნი
გავხდებით ევროპის ჩემპიონატის გამართვა ერთი წლით გადავდოთ. სხვა გზა არ
არსებობს” - ასეთია უეფას ოფიციალური პოზიცია, რომელიც დღეს დილით იქნა
გაჟღერებული.
შეგახსენებთ, რომ დნიპროპეტროვსკში განხორციელებული ტერაქტების სერიის
შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ამ ყოველივეს კი პოლიტიკური კრიზისიც ემატება - ქვეყნის
ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, იულია ტიმოშენკოზე საპატიმროში განხორციელებული
ძალადობის გამო ევროპის ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა და უკრაინაში აღარ
გაემგზავრება ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ.
Internet.ge