მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დასაჯა თავისი
გუნდის ორი ფეხბურთელი - კაკა და გონსალო იგუაინი, რომლებიც ესპანეთის ჩემპიონატის
36-ე ტურის შეხვედრაში “სევილიასთან” მოედანზე არ გამოიყვანა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფრანგული პრესის საშუალებით შეიტყო, რომ ეს
ორი მოთამაშე საიდუმლოდ შეხვედრია “პსჟ”-ს პრეზიდენტს და ამ კლუბში გადასვლის
ვარიანტი განუხილავთ.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელიც და არგენტინელიც უკმაყოფილონი არიან
თავინთი ამჟამინდელი მდგომარეობით “რეალში”, რადგანაც ცოტა სათამაშო დრო ეძლევათ.
Internet.ge