ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი “ბარსელონადან” წასვლაზე არავითარი
ზეგავლენა არ მოუხდენია მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს
ფაქტორს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა კატალუნიური გუნდის მთავარი
მწვრთნელობიდან გადადგომის შესახებ 27 აპრილს სპეციალურ პრესკონფერენციაზე
გამოაცხადა.
“მოახდინა თუ არა მოურინიომ რაიმე ზეგავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე
დამეტოვებინა “ბარსელონა”? არავითარი. მის გარდა არაერთი კოლეგა-ოპონენტი მყავს.
ასე რომ, კონკურენციით კი არ დავიღალე, არამედ ყოველდღიური მუშაობით და მუდმივი
მოგებებით” - თქვა გვარდიოლამ “Goal.com”-თან ინტერვიუში.
Internet.ge