“ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს -
ამის მიზეზი მარჯვენა მუხლის ტრავმაა, რომელიც 34 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის
ჩემპიონატის 37-ე ტურის შეხვედრაში მიიღო “ესპანიოლთან”.
კატალუნიურმა კლუბმა განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრების მცველს
ქირურგიული ჩარევა სჭირდება, ოპერაცია უკვე დაგეგმილია 12 მაისს, რის შემდეგაც
აღდგენის პროცესი მინიმუმ 6 კვირას დაიკავებს.
შესაბამისად კარლესი, რომელსაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 99 მატჩი
აქვს ჩატარებული, “სამეფო თასის” ფინალსაც გამოტოვებს 25 მაისს ბილბაოს
“ატლეტიკთან” და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატსაც.
Internet.ge