ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური პირველი მატჩის წინ “მილანსა” და “ბარსელონას” შორის, იტალიური გუნდის მეკარე კრისტიან აბიატი ფიქრობს, რომ ეს შეხვედრა არ იქნება დუელი მხოლოდ მასა და ლიონელ მესის შორის.
“მე ვიცი, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ “ბარსელონა” მხოლოდ მესი არაა. არ შეიძლება საუბარი მხოლოდ ერთ მოთამაშეზე. ვფიქრობ, რომ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებთ დაცვაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ “მილანი” და შანსები 50/50-ზე უნდა შეფასდეს” - განაცხადა 34 წლის მეკარემ.
Internet.ge