საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს
ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. გუშინ, 13 მაისს, ლუბლიანაში, სტადიონ
„სტოჟიცეზე“ გამართულ მატჩში, მსაჯის მიერ პირველივე წუთებიდან კაცნაკლულად
დარჩენილი საქართველო, ჰოლანდიასთან 0:2 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს
გამოეთიშა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელები მე-15
წუთიდან მოედანზე ათნი იმყოფებოდნენ, (მსაჯმა კაპიტანი ნიკა ჭანტურია
გააძევა) ისინი უდიდეს წინააღმდეგობას
უწევდნენ ჰოლანდიელ თანატოლებს და ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ კიდევაც სასურველ
ფრეს,თუმცა, საბოლოოდ, ჰოლანდიელებმა 2 გოლის გატანა შეძლეს და ფინალის საგზური
გაინაღდეს, სადაც მათ ნახევარფინალში პოლონეთის დამმარცხებელი გერმანია ელოდებათ.
ჰოლანდია – საქართველო 2:0 (0:0)
ჰოლანდია: ოლეი,
ანდერსონი, ბაზური, ჰენდრიქსი, ვუსტი, ჰაიე, აკე, მენიგი, ვილიენა, ვლუტი (ჰუსერი,
58), ლუმუ (აკოლასტე, 70).
საქართველო: ადამია,
კაკაბაძე, ჭანტურია, გაბაძე, გოროზია, სამხარაძე, პაპუნაშვილი, აბურჯანია
(ჭეჭელაშვილი, 71), წილოსანი, მზევაშვილი (ჯიქია, 60), დარციმელია.
გოლები: ჰენდრიქსი
(79), ჰაიე (82).
გაფრთხილება:
ჭანტურია (15), ჭანტურია (16), აბურჯანია (19), ვოესტი (20), კაკაბაძე (70).
მსაჯი: მარიუს
ავრამი (რუმინეთი).
Internet.ge